სტუ
საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  2011 წელს შეიქმნა საბანკო საქმის კათედრის საფუძველზე, რომელიც 1995 წლის 1 დეკემბერს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ანტონ ინგოროყვას, რომელიც მაშინ  სს “გაერთიანებული ქართული  ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, საფინანსო  და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროების და ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარების მქონე, კონკურენტუნარიანი  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება. დეპარტამენტში სასწავლო პროცესს წარმართავენ ღვაწლმოსილი პროფესორები და პარაქტიკოსი ბანკირები. 
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მეცნიერი, პროფესორი რატი ბურდიაშვილი.
საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მე-II კატ. უმც. სპეციალისტი რუსუდან ექვთიმიშვილი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი რატი ბურდიაშვილი

ახალგაზრდა მეცნიერი, პროფესორი
მისამართი: ოთახი 134, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი:  2 77 11 11 (7512); 
ელ ფოსტა: r.burdiashvili@gtu.ge