სტუ
13/03/2024

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი

ტურიზმის და მარკეტინგის დეპარტამენტი

საბუღალტრო აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის დეპარტამენტი

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი


VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“


კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი

კონფერენციის ელ-ფოსტა: btconference@gtu.ge

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 22 მაისი

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები

  • მენეჯმენტი
  • ტურიზმი
  • მარკეტინგი
  • სტატისტიკა, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • სოციალური ბიზნესი
  • ფინანსები და ბანკები
  • ეკონომეტრიკა
  • ელექტრონული მმართველობა
  • საჯარო მმართველობა
  • მულტიდისციპლინარული კვლევები
  • სამართალი და პოლიტიკა ბიზნესში

 

ნაშრომში ასახული უნდა იყოს:

  • ახალი და ინოვაციური ბიზნეს-მოდელები
  • მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზები
  • საქართველოს განვითარების თანამედროვე ტენდენციები, რეკომენდაციები და მიდგომები
  • კვლევის მეთოდები და სისტემები
  • მართვის კონტროლის სისტემები
  • ბიზნეს გარემოს გამოწვევების გადაჭრის გზები
  • მომსახურების წვდომის ამაღლების გზები
  • სამოქალაქო, კორპორაციული და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის გზები
  • საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის სრულყოფის გზები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :

  • აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს
  • აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს
  • დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს
  • სწავლულ-ეკონომისტებს
  • მედიის სფეროს წარმომადგენლებს
  • დამოუკიდებელ მკვლევარებს
  • ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მოხსენებაც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს და შესაბამისობაში იქნება პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებთან

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:

  • მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად
  • მოხსენების წარდგენა ონლაინ ვიდეო რეჟიმში
  • კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით
  • კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით

 

კონფერენციით გათვალისწინებულია:

  • ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა
  • მონოგრაფიის კრებულის გამოცემა ISBN კოდით და DOI ინდექსით
  • კონფერენციაზე მონაწილეობის სერთიფიკატის გაცემა
  • სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება
  • პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება
  • კვლევითი პროექტის დაგეგმვისა და ორგანიზების შესაძლებლობის წარმოდგენა
  • კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან შრომების წარდგენისა და დისკუსიის მოწყობის პლატფორმის ფორმირება
  • კულტურული ღონისძიებები

კონფერენციისსაორგანიზაციოკომიტეტი:

  1. გურგენიძე დავით - სტუ-ის რექტორი (თავმჯდომარე);
  2. კლიმიაშვილი ლევან - სტუ-ის ვიცე-რექტორი;
  3. კოპალიანი კარლო - სტუ-ის კანცლერი;
  4. ლომინაძე თამარ - სტუ-ის რექტორის მოადგილე;
  5. გუდავაძე ლავრენტი - სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი);
  6. ქუთათელაძე რუსუდან - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

კონფერენციის სარედაქციო საბჭო :

  1. ქუთათელაძე რუსუდან - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  2. ბარათაშვილი ევგენი - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  3. აბრალავა ანზორ - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  4. იაშვილი გენადი - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  5. ბერიაშვილი მამუკა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
  6. კოჭლამაზაშვილი ლელა - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  7. გრიგალაშვილი ლევან - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  8. ბურდიაშვილი რატი - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  9. სულაშვილი გიორგი - ასოც. პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  10. სოფრომაძე ზაზა - ასოც. პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  11. ყურაშვილი გუგული - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  12. ჩიკვილაძე ნინო - ასოც. პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  13. მეტრეველი მარინა - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  14. ოთინაშვილი რამაზ - პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  15. ადეიშვილი ავთანდილ - ასისტ. პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  16. ჰუტერი შტეფან - პროფესორი, დოქტორი, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ეკონომიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი;
  17. ჰაუზერი ვილჰელმ - ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი;
  18. ფეჰერვოლგუი ბიეტა - პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  19. ცუპონი ვიქტორია - პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი;
  20. ჰარცი მიხაელ - სენატორი, დოქტორი, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.

ძირითადი ვადები & დედლაინი:

  • სტატიის წარდგენა: 10 მაისამდე
  • სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა 15 მაისამდე
  • კონფერენციის ჩატარება: 22 მაისი

სარეგისტრაციო მოსაკრებელი: კონფერენციაში მონაწილეობის მოსაკრებელი შეადგენს 70 ლარს.

ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხვისათვის (GEL):

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში:

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708977259

ბანკის დასახელება -სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

დანიშნულება- 262

განთავსება & ტრანსფერი: აეროპორტში/სადგურზე დახვედრის ორგანიზება;

გაფორმებისინსტრუქცია:

სამეცნიერო ნაშრომისმოცულობა:

A4 ფორმატის 4-7 გვერდი. შრიფტი: Sulfaen, ინგლისური ენისათვის – Times New Roman. საილუსტრაციო მასალა (ნახაზები, დიაგრამები, გრაფიკები, ფოტო მასალა) წარმოდგენილი უნდა იქნას - MS Word-ით. ყველა არე - 2 სმ. ინტერვალი -1,5, შრიფტის ზომა - 12, აბზაცი - 1,25.

ტექსტის სტრუქტურა:

  • ნაშრომის სათაური
  • გვარი, სახელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება
  • აბსტრაქტი (150 სიტყვა)
  • საკვანძო სიტყვები
  • ძირითადი ტექსტი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • ნაშრომის სათაური ინგლისურ ენაზე
  • გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება ინგლისურ ენაზე
  • რეზიუმე ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 150 სიტყვა)

საორგანიზაციო კომიტეტი: ტელ.: (+995)595 22 27 54 - გუგული ყურაშვილი;

(+995) 593 73-39-45 - ლევან გრიგალაშვილი.

მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში. ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - btconference@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება