სტუ

ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია  2012 წლიდან ფუნქციონირებს. შექმნის დღიდანვე ლაბორატორიის საქმიანობა წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების კვლევის მიმართულებით, რაც ფრიად  აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე ვითარებაში. ლაბორატორიის უმთავრეს ამოცანაა  მეცნიერულად გაანალიზებული და  კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების  გადაჭრის  რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომავალი საჯარო მოხელეების  სათანადო ცოდნით აღჭურვა.

     კვლევებში ჩართულები არიან საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტები, მაგისტრები, დოქტორანტები.  მომზადდა და მზადდება პუბლიკაციები, საკურსო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები ადგილობრივი თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ყოველწლიურად ხორციელდება პროექტები, რომელიც გამიზნულია უფროსკლასელებს შორის სამოქალაქო თვითშეგნებისა და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების დამკვიდრება-გაღრმავებისათვის.

ლაბორატორიის მიერ მომზადებული მასალები წინადადებებისა და რეკომენდაციის სახით სისტემატიურად იგზავნება საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში.  ლაბორატორიის საქმიანობაში ჩაბმული, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები პრაქტიკასა და სტაჟირებას გადიან საქართველოს პარლამენტსა და სამთავრობო დაწესებულებებში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.