სტუ
14/07/2023

       საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „გახდი სასტუმროს მენეჯერი ერთი დღით“. პროექტი ჩატარდა ტრენინგის ფორმატით, რომელშიც მონაწილეობდნენ „სასტუმრო მომსახურეობის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

         პროექტი განხორციელდა სასტუმრო „ბიოგრაფში“, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ სასტუმროს მართვის სპეციფიკას და ტექნიკურ მხარეებს, პრაქტიკული რჩევები მიიღეს სასტუმროს მენეჯერებისაგან, რაც დაეხმარებათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.

პროექტი წარმატებით დასრულდა, სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.


სიახლეებში დაბრუნება