სტუ

ლაბორატორია №152 - მუდმივი დენის მანქანების ლაბორატორია, იმყოფება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, არის ინსტრუქციები, მათ შორის უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია, შეიძლება 6 ამოცანის შესრულება

სტენდი #1. „მუდმივი დენის გენერატორების პარალელური მუშაობა“. სტენდის შემადგენლობაშია: ორ ფუნდამენტზე დამონტაჟებული ორი ელექტრომანქანური წყვილი „ძრავა-გენერატორი“, სადაც ამძრავად გამოიყენება მუდმივი დენის 110 ვ ძრავა (3 კვტ), გენერატორად კი ასეთივე ელექტრული მანქანა (2,5 კვტ); სტენდი სადენებით საცდელი სქემის ასაწყობად და მასზე დამონტაჟებული მართვის, დაცვის, რეგულირების და გამზომი აპარატებით (მუდმივი დენის 110 ვ შემკრები სალტე, ამომრთველები, ვოლტმეტრები და ამპერმეტრები); 2 გამშვი და 4 რეგულირების რეოსტატი; აქტიური ელექტრული დატვირთვა და ტახომეტრები. ამის გარდა არის: სტენდი #2. „მუდმივი დენის დამოუკიდებელი აგზნების გენერატორის გამოკვლევა“; სტენდი #3. „მუდმივი დენის პარალელური აგზნების გენერატორის გამოკვლევა“; სტენდი #4. „მუდმივი დენის პარალელური აგზნების ძრავის გამოცდა“; სტენდი #5. „მუდმივი დენის მიმდევრობითი აგზნების ძრავის გამოცდა“