საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

19-06-2023


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები - გიორგი კვესიტაძე და რამაზ ხუროძე, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია - რექტორი, დოქტორი ქეთრინ ზალჩერტი და დოქტორები: ჯულიანა ტერპე, მარიო ნოიგებაუერი, DAAD-საქართველოს, DATA ART-ის (აშშ) „არემჯის“ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სხვა მიწვეული სტუმრები. 

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჩვენი დღეა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის არსებობა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. მას საფუძვლად დაედო საქართველოში ავტომატიზაციისა და ინფორმატიზაციის სხვადასხვა დარგის სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების გახსნა და განვითარება. დღეისათვის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს, უმაღლესი განათლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს სტუმრებს და მეგობრებსდაფასებისათვის. მადლობა სტუდენტებს, რომელთა თითოელი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“, - განაცხადა დეკანმა. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში  სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიური მიღწევები, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება. „სტუდენტური სახელოსნო ტექნიკის მუზეუმის“ მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი დაცული ექსპონანტები. 

როგორც სტუ-ის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთშეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. დავით გურგენიძის თქმით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიცაა.

„ჩვენთვის ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, 21- ე საუკუნეში, ყველა სეგმენტში წამყვანი დარგი ინფორმატიკა და მართვის სისტემებია. მეამაყება, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები. მეამაყება თითოეული სტუდენტი, თითოეული მეცნიერი, რომლებმაც საქართველომსოფლიოს გააცნეს. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მომავალი მეცნიერების ნამუშევრები, იმ ახალგაზრდების, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების გაკვალული გზა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 


ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ინტელკომ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი რექტორმა დავით გურგენიძემ და „ინტელკომ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ზაზა ძაძამიამ მოაწერეს. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ფაკულტეტის დეკანმა და რექტორმა დააჯილდოვეს:მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები;წარმატებული სტუდენტი სპორტსმენები;სტუდენტური პროექტების ავტორები; „სტუდენტური სახელოსნო  ტექნიკის მუზეუმის“

შექმნაში მონაწილე სტუდენტები; ჰაკათონში - "ღვინოთონი", გამარჯვებული სტუდენტები; "შაბათისშეხვედრების" ორგანიზატორი მაგისტრანტები; 

სან დიეგოს ყოველწლიური სადიპლომო პროექტებისგამოფენის გამარჯვებული სტუდენტები; ბიოსამედიცინოინჟინერიის კლუბის სტუდენტები და ა.შ.

ღონისძიების დასასრულს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ფაკულტეტის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს საჩუქრად გადასცა გიორგი ნიკოლაძის ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტის ზუსტი ასლი.

სიახლეებში დაბრუნება