მიღება

მობილობა

საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს შეუძლია მობილობა განახორციელოს სწავლების ერთი წლის შემდეგ. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სტუდენტს საშუალება აქვს ისარგებლოს როგორც შიდა მობილობით (შზსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს შორის), ასევე გარე მობილობით (სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებით) .

თუმცა, თუ სტუდენტს, ფინანსური დავალიანება აქვს, მას უფლება არ აქვს ისარგებლოს ამ პროცედურით. მობილობის ვადებს ადგენს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,   წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში.


შიდა მობილობა

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა არ განხორციელდება. შესაბამისად, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს.

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

-პირადობის მოწმობის ასლი;

-სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

-ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან:

-პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

-სტუ–ს ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ.

გარე მობილობა

გარე მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:

თავდაპირველად, უნდა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/

-აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს მობილობის ელექტრონული განაცხადი);

-ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულეამდე, უნდა გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსი, დეტალური ინფორმაციისთვის გაეცნოს პროგრამის სესახებ ინფორმაცის და დაწესებულების web-გვერდს.

-სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან epay.ge-ს გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);

-გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;

-დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;

-გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

გასათვალისწინებელია, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძანების თანახმად, სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა.

ამასთანავე, სტუდენტი ვალდებულია რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს და დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე, პრიორიტეტის მიხედვით, არაუმეტეს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს არჩეული პროგრამების დალაგებას უპირატესობის მინიჭების მიხედვით. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

გასათვალისწინებელია, რომ მობილობის მსურველს შესაძლებლობა აქვს რეგისტრაციის დასრულებამდე, ელექტრონულ პორტალზე ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)

გარე მობილობის მსურველთმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

-სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

-პირადობის მოწმობის ასლი;

-წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);-ვაჟებისთვის

-სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი, დამოწმებული უსდ ბეჭდით;

-სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უსდ ბეჭდით);

-უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-დაფინანსებული სტუდენტების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.

-პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.

 

·     მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელმაც  სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge გაიარა  რეგისტრაცია (2024 წლის 30 იანვრიდან  8 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვა სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლება დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტუ-ს.

·     საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1)  და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისამართზე: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.  საბუთები  მიიღება:  ყოველდღე 2024 წლის  12 თებერვლიდან 14 თებერვლის  ჩათვლით. 10 00 სთ-დან - 16 00 სთ-მდე;

·     მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

    

1.   პირადობის მოწმობის  ასლი;

2.   სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3.   სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4.   პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5.   უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6.   ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

     მაგისტრანტმა - ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);

     დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

·     ჩათვლილი კრედიტებისა და  ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს  არაუგვიანეს 2024 წლის 15 თებერვლისა.

·     მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით  განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

·     საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე

შენიშვნა: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება   შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის სფეროში (გეოლოგია, გეოფიზიკა, ქიმია); 07 ინჟინერიის, წარმოება და მშენებლობა;

2

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

3

ფარმაცია

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; 09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა;

4

მეტალურგია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

5

მასალათმცოდნეობა

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

6

არქიტექტურა

არქიტექტურის ბაკალავრის  დიპლომი

..


N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები

მაგისტრის ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის სფეროში.

2

მასალათმცოდნეობა

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

3

ტრანსპორტი

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

4

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5

არქიტექტურა

არქიტექტურის მაგისტრის  დიპლომი

6

არქიეტქტურათმცოდნეობა

სწავლის უფლება აქვს ხელოვნების, არქიტექტურის ან მათი მონათესავე დარგების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

7

საერთაშორისო ურთიერთობები

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სოციალურ მეცნიერებებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ჰუმანიტრულ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო მმართველობაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში;

8

ინფორმატიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით;

9

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით;

10

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის,  ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ბიოსამედიცინო სპეციალობებით;

11

ეკონომიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხი შემდეგ სფეროებში: „ეკონომიკა“; „განათლების მეცნიერება“; „პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები“; „სოციალური და ქცევითი მეცნიერებები“; „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“; „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“; „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“; „მარკეტინგი და რეკლამა“; „სამართალი“; „სტატისტიკა“; „ტურიზმი“; “მათემატიკა”; „ინფორმატიკა“; „ფილოსოფია“; “ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა“; „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“

12

სოციალური მეცნიერებები

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხი შემდეგ სფეროებში: 01 განათლება; 02 ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები; ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი).

·     ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 1 მარტისა;

·     სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.   


საკონტაქტო ინფორმაცია

მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტები