სტუ-ის ინჟინერ-ფიზიკოსების თანამშრომლობა პარი-საკლეს უნივერსიტეტთან აქტიურ ფაზაში გადადის

სტუ-ის ინჟინერ-ფიზიკოსების თანამშრომლობა პარი-საკლეს უნივერსიტეტთან აქტიურ ფაზაში გადადის

21-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინჟინერ-ფიზიკოსთა თანამშრომლობა პარი-საკლეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტთან აქტიურად მიმდინარეობს. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები - პაატა კერვალიშვილი და  თამარ ბერბერაშვილი,ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის  - Erasmus+  ფარგლებში, საფრანგეთის პარი-საკლეს უნივერსიტეტში ლექცია-სემინარების ციკლით იმყოფებოდნენ. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორის, პაატა კერვალიშვილის თქმით, ლექცია-სემინარების ციკლი, რომლითაც სტუ-ის პროფესორები პარი-საკლეს უნივერსიტეტში წარსდგნენ, ლაზერულ-პლაზმური ფიზიკის და რეზონანსული სპექტროსკოპიის მეთოდების განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო კვლევებს ეხებოდა. 

„პარი-საკლეს უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის ჩავატარეთ ლექცია-სემინარების ციკლი, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემატიკას, როგორციაა ლაზერულ-პლაზმური ფიზიკა და რეზონანსული სპექტროსკოპიის მეთოდების განვითარება. ფრანგ სტუდენტებს გავაცანით ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა კვლევები, რამაც ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტებთან ურთიერთობის გარდა, შევხვდით  პარი-საკლეს უნივერსიტეტისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) პროფესორებსა და წამყვან მკვლევრებს, რომლებთან ერთადაც განვიხილეთ, როგორც ბილატერალური, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო და ინოვაციური სამუშაობის ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები გამოყენებითი ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის, ასევე, ლაზერული, ბირთვული, ელექტროფიზიკური და ელექტროქიმიური კვლევების  მიმართულებით.ვფიქრობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფისა და ფრანგი კოლეგების კოლაბორაციით შემუშავებულსაგრანტო პროექტებს, უახლოეს მომავალში, საფრანგეთისა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს წარვუდგენთ“, - აღნიშნავს სტუ-ის პროფერორი პაატა კერვალიშვილი. 

მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე, პარი-საკლეს უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტებში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-სასწავლო გაერთიანებაა, სტაჟირების პროგრამები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისსაინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ექვსმა სტუდენტმა გაიარა.

სიახლეებში დაბრუნება