სტუ-ის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფესვებმა“ შემაჯამებელი კონცერტი გამართა

სტუ-ის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფესვებმა“ შემაჯამებელი კონცერტი გამართა

სტუ-ის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფესვებმა“ შემაჯამებელი კონცერტი გამართა
05-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფესვებმა“ 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა, რომელზეც სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა.

საუნივერსიტეტო ფოლკლორული ანსამბლის კონცერტს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, მიწვეული სტუმრები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, 2022 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. როგორცსაუნივერსიტეტო ანსამბლ „ფესვების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი, სტუ-ის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, არაერთი საერთაშორისო ფესტივალისლაურეატი, ფოლკლორისტი და ლოტბარი დავით უზნაძე აღნიშნავს, წლის შემაჯამებელ კონცერტზე სტუდენტურმა ანსამბლმა 17 მუსიკალური ნომერი წარმოადგინა. 

„ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა, დამწყებმა მომღერლებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დიდი შრომის შედეგად, შეძლეს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას წარუდგინეს პროგრამა ისეთი რთული რეპერტუარით, რომელსაც მაღალპროფესიონალური ანსამბლებიასრულებენ. ჩვენ ეს შევძელით უნივერსიტეტის ადმინისტრაცის დიდი თანადგომის შედეგად, რისთვისაც მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სტუდენტების მთავარი საქმე სწავლაა, ამასთან ერთად, ანსამბლის წევრების დიდი უმრავლესობა მუშაობს, პარალელურად კი, კვირაში სამჯერ მათ რეპეტიციები უტარდებათ. ჩვენი მიზანია, სულ მალე სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“,შესრულების მხრივ, პროფესიონალურ დონეზე ავიდეს. მომავალი სასწავლო წლიდან აუცილებლად ჩავატარებთ ქასთინგს დაშემოვიერთებთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ფოლკლორს ეზიარონ. გარდა ამისა, ვაპირებთ, სტუდიურად ჩავწეროთ ხალხური სიმღერის დისკი, რაშიც რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დისკში შევა ჩემ მიერფოლკლორული ექსპედიციებისას მოძიებული ის მასალები, რომელთა დამუშავება წინა თაობებმა ვერ მოასწრეს. ამ მხრივ, ეს ერთგვარი სიახლეიქნება მსმენელისთვის. დისკის პრეზენტაციას კი2024 წლის დასაწყისში ვგეგმავთ“, - აღნიშნა დავით უზნაძემ. 

რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სასწავლო წლის ბოლოს, საუნივერსიტეტო სახელოვნებო კოლექტივების მიერ შემაჯამებელი ღონისძიებების გამართვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ტრადიცია მკვიდრდება, რაც სტუდენტური თვითშემოქმედების განვითარებას მრავალმხრივ უწყობს ხელს.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი საზრუნავია, სტუდენტებსსახელოვნებო მიმართულებით განვითარების, ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ. ახლადშექმნილ საუნივერსიტეტო ფოლკლორულ ანსამბლს რეპეტიციებისთვის შესაბამისი სივრცე ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტმა გამოუყო და სამუშაოდ ყველა პირობა შეუქმნა. სასიხარულოა, რომ„ფესვებმა“, პირველივე შემაჯამებელ კონცერტზე, თავისირეპერტუარითა და შესრულებით შეძლო სასიამოვნოდ გაეოცებინა ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება და მისი სიმპატია მოეპოვებინა. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტურ ანსამბლს - მის წევრებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს“ - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ანსამბლმა „ფესვებმა“ შემაჯამებელ კონცერტზე ქართული და ქალაქური ფოლკლორის ცნობილი ნიმუშები, მათ შორის „ქართლული მაყრული“, „მეგრული შრომის“, იმერული და გურული საჩონგურე და ყოფითი ჟანრის ლირიკული სიმღერები შეასრულა.

სიახლეებში დაბრუნება