სტუ გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოვებს

სტუ გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოვებს

სტუ გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოვებს
05-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უმაღლეს სკოლებთან საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი და ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე კონსტანცის უნივერსიტეტისა (Universität Konstanz, გერმანია) და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH, შვეიცარია)სპეციალური მიწვევით, გერმანიასა და შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისების ხელმძღვანელებსა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანიაღნიშნავს, შეხვედრებზე უცხოელ კოლეგებსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო პოტენციალი გააცნეს, ასევე,განიხილეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები,სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის, საჯარო ლექციების ჩატარებისა და სამომავლო თანამშრომლობისგაფართოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

„გერმანიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დავაფიქსირეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესისამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისშესახებ, რაც გულისხმობს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და გაცვლით პროგრამებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა მკვლევარს მიეცეს ცოდნის გაღრმავებისა და კვლევის ახალი პერსპექტივები“, - ამბობს დევი ხვედელიანი.

სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტების მეცნიერ-მკვლევართა აქტიურ ჩართულობაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - „ჰორიზონტი ევროპა“, ასევე, ისაუბრა სამეცნიერო კვლევებისინტერნაციონალიზაციის, კომერციალიზაციისა დატექნოლოგიების ტრანსფერის წარმატებულ საუნივერსიტეტო მოდელებზე, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გერმანიასა და შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორისინტერესთა შეჯერების საფუძველზე, გამოითქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების თაობაზე.თანამშრომლობის დოკუმენტებს მხარეები ახლო მომავალში მოაწერენ ხელს.

სიახლეებში დაბრუნება