საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „საუკუნის მოცეკვავის“ - ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო, ოჯახსა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს

18-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, უნივერსიტეტის სტუდენტები და შემოქმედებითი კოლექტივები „საუკუნის მოცეკვავის“, ლეგენდარული ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ნაციონალურ ბალეტს - ანსამბლ „სუხიშვილებსა“ და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებენ.

„ქართულ საზოგადოებას აღარ ჰყავს ლეგენდარული მოცეკვავე, ქართულ ქორეოგრაფიაში ვაჟკაცობისა და უდრეკელობის განსახიერება, რომლისთვისაც არ არსებობდა შეუსრულებელი ილეთი. ომარ მხეიძე 30 წლის მანძილზე, როგორც ანსამბლ „სუხიშვილების“ სოლისტი, თავისი შესრულების განუმეორებელი მანერითა თაობებს აღაფრთოვანებდა. მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატის, „საუკუნის მოცეკვავედ“ შერაცხული ომარ მხეიძის ღვაწლი შეუფასებელია ქართული ეროვნული ბალეტის განვითარებასა და თაობების აღზრდაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქართული სასცენო ხელოვნების ლეგენდის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო, გულისტკივილით უცხადებს სამძიმარს ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ნაციონალურ ბალეტს - ანსამბლ „სუხიშვილებს“ და საზოგადოებას. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

სიახლეებში დაბრუნება