ცნობილი მეცნიერისა და ძვირფასი კოლეგის - პროფესორ შალვა ნაჭყებიას ხსოვნას

ცნობილი მეცნიერისა და ძვირფასი კოლეგის - პროფესორ შალვა ნაჭყებიას ხსოვნას

ცნობილი მეცნიერისა და ძვირფასი კოლეგის - პროფესორ შალვა ნაჭყებიას ხსოვნას
19-07-2023

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რიგებს გამოაკლდა თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, პროფესიონალ თაობათა აღმზრდელი, განსაკუთრებული ალღოთი და ნიჭიერებით დაჯილდოებული მეცნიერ-მკვლევარი, გამორჩეული ორგანიზატორი, პროფესორი შალვა ნაჭყებია.

ამ გულანთებულმა პატრიოტმა, საქმისადმი ერთგულმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, ასევე ენერგეტიკის დარგში ათწლეულების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაღრმავებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.


შალვა ნაჭყებია, რომლის პიროვნული ხიბლი ამკობდა და აძლიერებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჭეშმარიტად ითვლება მის მემატიანედ. ნიჭიერებით, თავდაუზოგავი შრომითა და რუდუნებით სწორედ მან შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - თავისი მეორე ოჯახის - დაარსებისა და განვითარების ამსახველი ისტორია და რამდენიმე მონოგრაფია, რომელებიც ფასდაუდებელი საგანძურია ჩვენი ძირძველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლისთვის.

ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის წინაშე ვალმოხდილი მეცნიერის, მაღალი ერუდიციის მქონე, პრინციპული, პატიოსანი, თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანის, პროფესორ შალვა ნაჭყებიას ხსოვნა სამუდამოდ დარჩება საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სამუდამოდ გაყვება მის აღზრდილებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

სიახლეებში დაბრუნება