რექტორები - აკადემიკოსები დავით გურგენიძე და ჯაბა სამუშია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს

20-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ, ხმათა უმრავლესობით, აკადემიის პრეზიდიუმის წევრებად აირჩია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები რექტორებს, აკადემიკოსებს - დავით გურგენიძესა და ჯაბა სამუშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებად არჩევას ულოცავენ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ, რიგი საორგანიზაციო საკითხების განხილვის შედეგად, აკადემიის მართვის ორგანოს (პრეზიდიუმი) შემადგენლობა განაახლა. აკადემიის აკადემიკოს-მდივნად საერთო კრებამ აირჩია აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პრეზიდიუმის წევრად - აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი კი აკადემიკოსი ლიანა მელიქიშვილი გახდა.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: http://science.org.ge/?p=14205

სიახლეებში დაბრუნება