საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში „ერაზმუს+“ კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

2 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, სტუდენტებისთვის „ერაზმუს+“ (Erasmus+) კონკურსთან დაკავშირებით,  მიმდინარე სემესტრში რიგით მეხუთე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა პირისპირ რეჟიმში გაიმართა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, დევი ხვედელიანმა,  დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარიკა ზვიადაძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა დაინტერესებულ სტუდენტებს პროექტის შესახებ, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით, ინფორმაცია გააცნეს.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კონსულტაციები „ერაზმუს+“ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ყოველკვირა ტარდება: სტუდენტებისთვის - ორშაბათობით, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევობით, 11:00 საათზე. 

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია. 

შეხვედრის ლინკი: https://meet70.webex.com/meet/pr25529246927 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით (International Credit Mobility (ICM). პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად:

გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის კონკურსი ტარდება ნოემბერში, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის - აპრილში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ ეტაპზე 88 ერაზმუს+ პარტნიორი ჰყავს. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ერაზმუს+ პროექტით უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასეულობით სტუდენტმა ისარგებლა.

03/10/2023

სიახლეებში დაბრუნება