იარმუკის უნივერსიტეტი - მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული

მიმდინარე წლის 23-25 აპრილს იორდანიაში, ქ. ირბიდში, იარმუკის უნივერსიტეტში (Yarmouk University) დაგეგმილია მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული. ღონისძიების მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიება, დიალოგის წახალისება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

განათლების კვირეულის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები:
  • თანასწორობა და ინკლუზია უმაღლეს განათლებაში;
  • ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში: ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • SDG-ების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების სტრატეგიებში;
  • სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ვირტუალური გაცვლები;
  • ინოვაცია და დასაქმება;
  • პროფესიული განათლებისა და სწავლების გაძლიერება.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არის უფასო. თითოეულმა მონაწილე მხარემ თავად უნდა დაფაროს მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია: პროფესორი მვაფაკ ოტუმი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ოფისის დირექტორი
ელ-ფოსტა: iw@yu.edu.jo
ტელ: +962790143171.
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს https://iw.yu.edu.jo, სადაც განთავსებულია სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 მარტი.
ამასთან, მისთვის, ვინც აპირებს ღონისძიებაში მონაწილეობას Erasmus+ საშუალებით, 2024 წლის 21-22 აპრილს ექნება სწავლა/ტრენინგის ორი დამატებითი დღე.
02/03/2024

სიახლეებში დაბრუნება