Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ერაზმუს+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, აკადემიური თანამშრომლების მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 21-25 ოქტომბერს.

მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი.

13/03/2024

სიახლეებში დაბრუნება