ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - "ისწავლე ცვიკაუში"

2024 წლის 23 მარტს, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Applied Sciences Zwickau) (ცვიკაუ, გერმანია) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ონლაინ საინფორმაციო ღონისძიებას "ისწავლე ცვიკაუში".

ერთსაათიანი ღონისძიება დაიწყება თბილისის დროით 13:00 საათზე. მასში მონაწილობის მიღება შესაძლებელი იქნება BigBlueButton პლატფორმის საშუალებით.

ონლიან საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, ძირითადად, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ცვიკაუში სწავლა-სწავლების პროცესი, სასწავლო კურსები, სააპლიკაციო პროცედურები.
15/03/2024

სიახლეებში დაბრუნება