სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024

2024 წლის 2-10 აგვისტოს სერბეთში იგეგმება სტუდენტური ღონისძიება - სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024(International Student Week in Belgrade - ISWiB 2024). რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო კვირეულის თემაა ინიციატივა და კრეატიულობა, სლოგანით „იპოვე ნაპერწკალი, დატოვე შენი კვალი“. სსმ პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ღონისძიებაზე ონლაინდარეგისტრირება შეუძლიათ 18-იდან 30 წლამდე ასაკის მქონე პირებს.

სტუდენტთა საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +381645645706
ელ.ფოსტა: dragana.ostojic@iswib.org
21/03/2024

სიახლეებში დაბრუნება