სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერი ქალებისთვის

საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქე მეცნიერ ქალებს სთავაზობენ მონაწილეობას კვლევით სასტიპენდიო პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეს მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი ან იყოს სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. კვლევის თემა უნდა ეხებოდეს ჯანდაცვას, გარემოს დაცვას ან სოფლის მეურნეობას:

- ჯანდაცვა (მედიცინა, ბიოლოგია, გენეტიკა, ფარმაკოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გარემო და ჯანდაცვა, და ა.შ.
- გარემო (ენერგეტიკა, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, სატყეო საქმე, წყლის მართვა და ა.შ.)
- სოფლის მეურნეობა (აგრონომია, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია, აგროსასურსათო, მევენახეობა და ა.შ.)

სამეცნიერო მობილობის პროგრამაში გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, ერთი თვე გაატარონ საფრანგეთში - კვლევით ლაბორატორიაში და ისარგებლონ უნიკალური სამეცნიერო გამოცდილებით.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში უზრუნველყოფს როგორც მგზავრობის, ისე საფრანგეთში ცხოვრების ხარჯებს.

მობილობა უნდა განხორციელდეს 2024 წლის მაისიდან დეკემბრამდე (შენიშვნა: გამონაკლისია 2024 წლის 15 ივნისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდი, რა დროსაც მობილობა ვერ შედგება).

აუცილებელია ფრანგული ან ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

დეტალური ინფორმაცია კვლევით სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

21/03/2024

სიახლეებში დაბრუნება