Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - საერთაშორისო კვირეული, 2023-2024 აკადემიური წლის II და 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრები (განახლებული კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განახლებულ კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისათვის. 

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 20-24 მაისს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, რომლის თემატიკას სპორტი წარმოადგენს (კვირეულისთვის გათვალისწინებულია 2 ისეთი ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, მათ შორის, ვორქშოპების, სასწავლო კლასების ორგანიზებას/მათში მონაწილეობას). ასევე, შესაძლებელია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა მიმღებ უნივერსიტეტში 2024 წლის 28 ივნისამდე და/ან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა 2024 წლის 15 ივნისამდე ან 2024/25 წლის საშემოდგომო სემესტრში.

მიმართულება აკადემიური მობილობისთვის: ელექროინჟინერია, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა, სატრანსპორტო, სამშენებლო, გარემოს დაცვა. 
28/03/2024

სიახლეებში დაბრუნება