კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი - საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ვორქშოპი

კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი (Constanta Maritime University) (კონსტანცა, რუმინეთი) 2024 წლის 24-26 მაისს ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო ვორქშოპს.

ვორქშოპის ძირითადი მიმართულებებია:
1. ნავიგაცია, საზღვაო და მდინარის ტრასნპორტი;
2. ეკონომიკა და ტრანსპორტის სამართლებრივი ასპექტები;  
3. მანქანათმშენებლობა;
4. ინჟინერია და გარემოს დაცვა მრეწველობაში;
5. ფუნდამენტური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
6. მომავლის ტექნოლოგიები და ავტონომიური გემები;
7. ელექტროინჟინერია; 
8. ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციო სისტემები;
9. კიბერუსაფრთხოება;
10. ენერგეტიკა და მწვანე ენერგეტიკა.
 
ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადა 2024 წლის 17 მაისი.

ონლაინრეგისტრაციის დროს უნდა აიტვირთოს WORD, PDF ან PPT ფორმატში შესრულებული მოხსენება, ინგლისურ ენაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

კონტაქტისთვის:
ასოც. პროფ. ნიკოლეტა აკომი (Nicoleta Acomi), ნავიგაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ფაკულტეტის ვიცე დეკანი
ელ.ფოსტა: nicoleta.acomi@cmu-edu.eu

ლექტორი მიჰაელა ბარჰალესკუ (Mihaela Barhalescu), საზღვაო ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი
ელ.ფოსტა: mihaela.barhalescu@cmu-edu.eu

მარია პავალაჩე (Maria Pavalache), მარკეტინგის დეპარტამენტი
ტელ.: +40 754065174
30/03/2024

სიახლეებში დაბრუნება