Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებით სასარგებლო და დეტალური ინფორმაცია ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი პროცედურები და ფორმები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: სამშენებლო, არქიტექტურა, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, გარემოს დაცვა, მათეატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა.
02/04/2024

სიახლეებში დაბრუნება