Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

პრაქტიკული ინფორმაცია ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებას, განხორციელებასა და მენეჯმენტს.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
05/04/2024

სიახლეებში დაბრუნება