Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.04.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ მაისამდე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 მაისი. შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es
15/04/2024

სიახლეებში დაბრუნება