აბდულა გიულის უნივერსიტეტი - გაცვლითი პროგრამა 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრისთვის

აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომი სემესტრისთვის (I სემესტრი).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.04.2024
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 3 მაისამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო პროცედურა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა დაასრულონ 2024 წლის 30 მაისამდე.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აბდულა გიულის უნივერსიტეტში, ე.წ. ნულოვანი გრანტით.

17/04/2024

სიახლეებში დაბრუნება