Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში

2024 წლის 8-12 აპრილს, ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში (Mendel University in Brno - MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგ მობილობის  მიზნით იმყოფებოდნენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პროფ. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

მათ მონაწილეობა მიიღეს პროექტის კოორდინატორ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ითვალისწინებდა პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე პრაქტიკული სემინარებისა და ტრეინინგების ორგანიზებას პროექტის მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის, თემატურ საპანელო დისკუსიებს გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებისა და კოორდინირების პროცედურებთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწიელობას ღებულობდნენ, ასევე, Erasmus+ პროგრამის კოორდინატორი და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიეტუვა, უკრაინა და საქართველო. საქართველოს მხრიდან, სტუ-სთან ერთად მონაწილეობდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი..

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კვირეულში მონაწიელობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური თანამშრომლებიც, რომლებმაც ბიზნესისა და აგრარული მიმართულებით ლექცია-სემინარები წაუკითხეს მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა მეტად საინტერესო პრაქტიკული სემინარები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სადაც ისრაელისა და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრნენ ისრაელსა და უკრაინაში შექმნილ საომარ ვითარებაზე და არსებულ მძიმე ვითარებაში თავიანთ უნივერსიტეტებში მიმდინარე საგანმანათლებლო-კვლევით პროცესებზე. პანელური დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რამაც ტრეინინგის მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება მისცა. 

გაიმართა სამუშაო შეხვედრები რეგიონული განვითარებისა და ტერიოტორიული კვლევების და ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტების დეკანებთან, ამ ფაკულტეტების აკადემიურ თანამშრომლებთან და სტუდენტებთან.

პროექტის კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა სტუ-ს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულის სტუდენტებისთვის ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის ლედნიცეს კამპუსში სტაჟირების შესაძლებლობები 2-3 თვით. საგულისხმოა, რომ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტთან მობილობის პროექტი პირველად ხორციელდება ტექნიკურ უნივერსიტეტში და 3 სტუდენტი უკვე წარმატებით იქნა ნომინირებული და ისინი სწავლას Erasmus+ მობილობით გააგრძლებენ პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტში 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 25-29 მარტს ტრეინინგის მიზნით მობილობით სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი ჩეხეთის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტიდან, ქალბატონი ევა კლეპაჩკოვა (Eva Klepáčková), რომელმაც, ასევე, უკვე თავის უნივერსიტეტში უმასპინძლა ქართველ სტუმრებს.

კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული ნეტვორკინგის შედეგად საფუძველი ჩაეყარა მომავალ თანამშრომლობას ისრაელის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის ახალ უნივერისტეტებთან და განხილული იქნა მომავალი Erasmus+ კონკურსისათვის ახალი ერთობლივი გაცვლითი პროექტების მომზადების შესაძლებლობები.

საერთაშორისო კვირეულის ინტენსიური პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ და შემეცნებით აქტოვობებსაც, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ტრადიციულ ადათ-წესებს, ქალაქ ბრნოს ღირსშესანიშნაობებ, დაეთვალიერებინათ  ცნობილი პუნკევნის გამოქვაბულები (Punkevní Caves), ასევე, მონაწილოება მიეღოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში და მასპინძელ უნივერსიტეტში მოსწავლე საერთაშორისო სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მარკეტზე დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თავინთი ეთნიკურ სამზარეულოებს.

07/05/2024

სიახლეებში დაბრუნება