რომის საპიენცის უნივერსიტეტი (
Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
სასწავლო კურსები და
გზამკვლევი სტუდენტებისთვის იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.